Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელმა სერბებმა მხარი დაუჭირეს სადავო დღესასწაულს


ბოსნიელი სერბების დიდმა უმრავლესობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა „სახელმწიფოებრიობის დღის“ 9 იანვარს აღნიშვნას. როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას ხელმძღვანელობა აცხადებს, 25 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგით, რომელიც ხმების 70%-მდე დათვლას ეფუძნება, კენჭისყრაში მონაწილეების 99%-ზე მეტი მიემხრო დღესასწაულის ძალაში დატოვებას. 1992 წლის 9 იანვარს ბოსნიელმა სერბმა კანონმდებლებმა ბოსნიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც სამწლიანი ომი - ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება - მოჰყვა. რეფერენდუმის მოწინააღმდეგეების აზრით, კენჭისყრა ეთნიკურ დაძაბულობას ამწვავებს და აძლიერებს სეპარატისტულ განწყობას ბოსნიელ სერბთა მინი-სახელმწიფოში. ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლომ 17 სექტემბერს აკრძალა რეფერენდუმი, რომელიც, მისი შეფასებით, დისკრიმინაციულია ბოსნიელი მუსლიმებისა და კათოლიკე ხორვატების მიმართ. 9 იანვარი სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია.

XS
SM
MD
LG