Accessibility links

logo-print

ავღანეთში 12 ჯარისკაცი მოკლეს, სავარაუდოდ, საკუთარმა თანამებრძოლებმა


ავღანეთში, სულ ცოტა, 12 ჯარისკაცი ძილში მოკლეს, სავარაუდოდ, საკუთარმა თანამებრძოლებმა, ეჭვმიტანილებმა თალიბანთან კავშირში. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუნდუზის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, ორმა ჯარისკაცმა დატოვა პოსტი სამხედრო ობიექტზე და მეამბოხეებს შეუერთდა წუხელ მოწყობილი იერიშის დროს. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჯარისკაცებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კისრულობს და ირწმუნება, რომ ხელთ იგდო სამხედრო ობიექტზე ნაპოვნი მთელი იარაღი. ინციდენტს იძიებს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო. შარშან თალიბანმა ცოტა ხნით შეძლო კუნდუზზე კონტროლის დამყარება. 2001 წელს ავღანეთში თალიბების მმართველობის დამხობის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თალიბანმა პროვინციის დედაქალაქი დაიპყრო.

XS
SM
MD
LG