Accessibility links

logo-print

ერაყში 17 ადამიანი დაიღუპა ორი ტერაქტის შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ორი ტერაქტის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, რვა ადამიანი შეიწირა თავდასხმამ ჯადიდის რაიონში. ზოგი წყაროს ცნობით, თავდასხმა მოეწყო თვითმკვლელი ამფეთქებლის მიერ და გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებით. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. დაახლოებით, ამ იერიშის დროს მოეწყო მეორე ტერაქტიც: თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა სამხრეთ ბაღდადში მდებარე ბაიის რაიონში, მოკლა სულ ცოტა, ცხრა ადამიანი. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე.

XS
SM
MD
LG