Accessibility links

logo-print

დაიწყო გამოძიება, სავარაუდოდ, სააკაშვილთან რამდენიმე ადამიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარი შეეხება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება და ამიტომ საჭიროა „რევოლუციური სცენარი“. გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით. ცნობების თანახმად, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ჩანაწერის გავრცელებას ფეისბუქით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, ივანიშვილს უნიჭო მონტაჟით სურს არჩევნებში გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილება.

XS
SM
MD
LG