Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის ჯარებმა წამოიწყეს ოპერაცია ალეპოს ასაღებად


სირიის მთავრობის ჯარებმა წამოიწყეს სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთში მდებარე ალყაშემორტმული ქალაქის, ალეპოს დასაპყრობად. ქალაქში 250 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება. მთავრობის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ცენტრალურ რაიონზე, რომელიც აქამდე მეამბოხეების ხელში იყო. 2012 წლიდან მოყოლებული, ალეპოს ნაწილს მთავრობის ჯარები, ნაწილს კი მეამბოხეები აკონტროლებენ. სირიის არმიამ 22 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იწყებს ოპერაციას ალეპოს აღმოსავლეთი რაიონების დასაპყრობად. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აშშ-ის შუამავლობით ზავი იქნა მიღწეული. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დარღვევაში. 22 სექტემბრის შემდეგ სირიისა და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ აღმოსავლეთ ალეპოს. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 200-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG