Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი ადასტურებს, რომ არ შეეცდება ირანის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას


ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ის არ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აჰმადინეჟადს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა, ნუ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას. აჰმადინეჟადი თავის გადაწყვეტილების შესახებ იუწყება ხამენეის მიმართ წერილში, რომელიც 27 სექტემბერს გამოაქვეყნა ირანის მედიამ. კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილმა აჰმადინეჟადმა პირველად 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, შემდეგ კი 2009 წლის სადავო კენჭისყრაში. ბოლოხანს გახშირდა მისი საჯარო გამოსვლები, რის გამოც გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ შესაძლოა კვლავ ეცადა პრეზიდენტად დაბრუნება.

XS
SM
MD
LG