Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში რეფერენდუმის მონაწილეთა 85%-მდე მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს


აზერბაიჯანში 26 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩევლების 85%-მდე მიემხრო პრეზიდენტობის ვადის 5-დან 7 წლამდე გაზრდას. ამის შესახებ გამოაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების თითქმის 100%-ის დათვლის საფუძველზე. 26 სექტემბრის რეფერენდუმი ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ 29-ს, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვნად არის მიჩნეული პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება. შედეგად, ამჟამინდელ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც 2003 წელს საკუთარი მამა შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე, შეუძლია 2020 და არა 2018 წლამდე დარჩეს პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG