Accessibility links

logo-print

მღებრიშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს „დააკავებენ“ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ. ამის შესახებ მღებრიშვილმა ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რის საფუძვლადაც სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე გამოცემული განჩინება დაასახელა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან. ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბოლო ხანს არაერთხელ გაიმეორა, რომ ის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

XS
SM
MD
LG