Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ლიდერი არ აპირებს პროკურატურაში გამოცხადებას


ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური რესპუბლიკის, რეპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტი უარზეა გამოცხადდეს პროკურატურაში და აცხადებს, რომ არ აპირებს სარაევოში ჩასვლას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას იმის გამო, თუ რატომ ჩაატარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით სადაოდქცეული რეფერენდუმი. რეპუბლიკა სპრსკას ნაციონალისტმა პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა პროკურატურისაგან გამოძახება მიიღო მას შემდეგ, რაც ბოსნიელმა სერბებმა 25 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო დღესასწაულის 9 იანვარს აღნიშვნას. დოდიკი აცხადებს, რომ სარაევოში არ ჩავა საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას ხელმძღვანელობა აცხადებს, 25 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგით, რომელიც ხმების 70%-მდე დათვლას ეფუძნება, კენჭისყრაში მონაწილეების 99%-ზე მეტი მიემხრო დღესასწაულის ძალაში დატოვებას. 1992 წლის 9 იანვარს ბოსნიელმა სერბმა კანონმდებლებმა ბოსნიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც სამწლიანი ომი - ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება - მოჰყვა.

XS
SM
MD
LG