Accessibility links

პაკისტანში შესაძლოა, ჩაიშალოს რეგიონული სამიტი რამდენიმე ქვეყნის ბოიკოტის გამო


პაკისტანში შესაძლოა, ჩაიშალოს ნოემბრისათვის დანიშნული რეგიონული სამიტი მას შემდეგ, რაც ბანგლადეშმა და ინდოეთმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ მასში მონაწილეობას. ამასთან, ინდოეთის მედია ავრცელებს ცნობას, რომ ავღანეთმა და ბჰუტანმაც გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის სამიტს შეშფოთების გამო, რომ პაკისტანი მხარს უჭერს ექსტრემისტების თავდასხმებს ქაშმირის რეგიონში, რომელიც პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიაა, და ერევა ასოციაციის წევრი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციაში რვა ქვეყანა შედის.

XS
SM
MD
LG