Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქმა კირილემ ხელი მოაწერა პეტიციას რუსეთში აბორტის აკრძალვის შესახებ


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა კირილემ ხელი მოაწერა პეტიციას აბორტის კანონით აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ იუწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს გავრცელებულ ცნობაში. პატრიარქი აბორტის საწინააღმდეგო კამპანიის წევრებს შეხვდა, ვიდრე ხელს მოაწერდა პეტიციას აბორტის აკრძალვის მოთხოვნით. პეტიციას მოგვიანებით პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წარუდგინენ. პატრიარქის ხელმოწერა მიანიშნებს ეკლესიის პოზიციის გამკაცრებაზე: აქამდე ის მოითხოვდა მხოლოდ იმ აბორტების აკრძალვას, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტრუქტურებში ტარდება და რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელი არ არის. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ხელმომწერები მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს „ქირურგიული“ და „მედიკამენტებით გამოწვეული“ აბორტების და სქესობრივი აქტის შემდგომი მედიკამენტების აკრძალვის დასაწესებლად. ამჟამად პეტიციას ხელს აწერს 300 ათასზე მეტი ადამიანი. ორგანიზატორების მიზანია მილიონი ხელმოწერის მოგროვება.

XS
SM
MD
LG