Accessibility links

logo-print

დღეს გამოქვეყნდება დასკვნა 2014 წელს უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზზე


აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდების გამომძიებელი კომისია დღეს გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს ავიაკატასტროფის მიზეზებზე. "ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი" კვლევის შედეგებს წარმოადგენს ნიდერლანდში, ადგილობრივი დროით 13 საათზე. როგორც მოელიან, წარმოდგენილი იქნება დასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო დანადგარით, "ბუკ"-ით, რომლიდანაც რაკეტა გაისროლეს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2014 წლის 17 ივლისს, როცა ის ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. ნიდერლანის უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშში, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, შესულია დასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მან აღჭურვა "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით სეპარატისტები, რომლებსაც მხარს უჭერს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG