Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა მოძრაობა „ახალი საქართველო“ ბლოკში ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”


დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა საარჩევნო ბლოკში, ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტიკური მოძრაობა, „ახალი საქართველო.“ 27 სექტემბერს, ღამით საარჩევნო ბლოკი დატოვა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა.“ მისი განცხადებით, ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. ლიდერმა მოძრაობისა "სახელმწიფო ხალხისთვის", პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში წუხელ განაცხადა, რომ "გირჩს" საარჩევნო ბლოკი თავად დაატოვებინა, რადგან ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ეს ბრალდება უარყო „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე აშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, მის წევრებს საარჩევნო სიიდან ამოიღებდა. ჯაფარიძის თქმით, ბურჭულაძეს თანხა არა საარჩევნო ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეებს კანდიდატურების ოფიციალურად მოხსნის ვადა დღეს, 18 საათზე ეწურებათ.

XS
SM
MD
LG