Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას პრეზიდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა


დღეს თბილისში გაიმართა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის შეხვედრა. კობიაშვილის ინფორმაციით, ისაუბრეს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საქართველოში დაგეგმილ, 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებასა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. „მადლობას ვუხდი ბატონ ჩეფერინს, რომ მისი პირველი ვიზიტი უეფას პრეზიდენტის რანგში განხორციელდა საქართველოში“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უეფასა და მისი პრეზიდენტისგან საქართველოს მხარდაჭერა აქვს, რაც სჭირდება ქართულ ფეხბურთს. „დარწმუნებული ვარ, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უეფა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ალექსანდრ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ უეფას სჯერა ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის, რომლებიც ბევრს შრომობენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს,“- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

XS
SM
MD
LG