Accessibility links

logo-print

მთავრობამ მოიწონა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება


საქართველოს მთავრობამ მოიწონა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იწყება საუკუნის პროექტი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. „ეს არის პროექტი, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

XS
SM
MD
LG