Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო აქციას 5 ოქტომბერს თბილისში გამართავს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას 5 ოქტომბერს, თბილისში გამართავს. პარტიის წევრმა, ნიკა მელიამ დღეს, 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მრავალათასიანი აქცია მოიცავს „ვარდების მოედანს,“ რუსთაველის გამზირს და თავისუფლების მოედანს. მელიას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას ოფიციალურად დღეს შეატყობინებს, რომ აქცია 5 ოქტომბერს, 16 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG