Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა მეტისმეტად „ემოციური“ უწოდა აშშ-ის განცხადებას სირიის თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმუქრება, რომ ვაშინგტონი შეაჩერებს სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობას, თუ მოსკოვი და მისი სირიელი მოკავშირეები არ შეწყვეტენ ავიაიერიშებს ქალაქ ალეპოზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კერიმ ეს ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 28 სექტემბერს სატელეფონო საუბრისას. აშშ-ის განცხადებას მოსკოვმა მეტისმეტად „ემოციური“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი გამოთქვამს წინადადებას, ალეპოში გამოცხადდეს 48-საათიანი „ჰუმანიტარული პაუზა“. რიაბკოვმა დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ შემუშავებული შვიდდღიანი ზავის გეგმა რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთი და აშშ სხვადასხვა მხარეს ეხმარებიან სირიის სამოქალაქო ომში, მაგრამ ცდილობენ თანამშრომლობას ტერორისტულ ჯგუფებთან დაპირისპირებისას. მიმდინარე თვეში ჩაიშალა ზავი, რომელსაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით მიაღწიეს. ბოლო დღეებში რუსეთისა და სირიის მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ ალეპოს, სადაც ასიათასობით სამოქალაქო პირი იმყოფება.

XS
SM
MD
LG