Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა და გავლენიანმა საველე მეთაურმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და გავლენიანმა საველე მეთაურმა გულბუდინ ჰექმათიარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ჰექმათიარი პირადად არ ესწრებოდა ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადასცა ავღანეთის ტელევიზიამ. მაგრამ უჩვენეს მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰეზბ-ე-ისლამის გასამხედროებული ჯგუფის ლიდერმა გაუგზავნა ცერემონიის მონაწილეებს. სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ჯერჯერობით გადასახლებაში მცხოვრებ ჰექმათიარს შეეხება ამნისტია აქამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის.

XS
SM
MD
LG