Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა ბაბი იარის ტრაგედიის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია


"მეორე მსოფლიო ომის წლებში ებრაელთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას უკრაინა საკუთარ ტრაგედიად მიიჩნევს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხუთშაბათს, კიევში, ბაბი იარის ტრაგედიის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოსვლისას. მანამდე უკრაინის დედაქალაქში, პოროშენკოსა და მთავრობის სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით, ხელი მოაწერეს დეკლარაციას „ბაბი იარის მემორიალის“ შექმნის თაობაზე. გერმანელთა ოკუპაციის წლებში კიევის ბაბი იარში ნაცისტებმა ათიათასობით ებრაელი და ბოშა დახვრიტეს. 1941 წლის 29 და 30 სექტემბერს, მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში, დახვრეტილ იქნა 34 ათასამდე ებრაელი. მასობრივი დახვრეტები გრძელდებოდა 1943 წლის ნოემბრამდე, ანუ კიევის გათავისუფლებამდე. სულ ამ ხნის მანძილზე, ისტორიკოსთა სხვადასხვა შეფასებით, დახვრეტილ იქნა 70-დან 200 ათასამდე ადამიანი. ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ სცადა, დაემალა ბაბი იარის მოვლენები, მაგრამ 1966 წელს, ტრაგედიის 25 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც გადაწყდა მემორიალის აგება.

XS
SM
MD
LG