Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლას-ვეგასში მოკლული მამაკაცი 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილი გამოდგა


კვირას, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში მოკლული მამაკაცი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე, 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილი გამოდგა. ამის შესახებ, ხუციშვილის ნაცნობებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება ასოშიეიტედ პრესის სააგენტო. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 34 წლის პედრო გარსია, რომელიც ოთხშაბათს წარდგა მოსამართლის წინაშე. თვითმხილველთა ცნობით, ხუციშვილისა და გარსიას კონფლიქტი „სტარბაქსის“ კაფეში მოხდა მას შემდეგ, რაც ამ გარსიას საკრედიტო ბარათმა არ იმუშავა და პერსონალმა მას უარი უთხრა მომსახურებაზე. ხუციშვილი ათ წელიწადზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობდა და 2004 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეობას ფლობდა. 1990-იან წლებში ის საქართველოს მაშინდელი ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის დაცვაში მსახურობდა.

XS
SM
MD
LG