Accessibility links

აზერბაიჯანელი ქალები და თემში არსებული გენდერული პრობლემები


კანონის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოს აზერბაიჯანულ თემში არასრულწლოვან გოგონათა ქორწინება კვლავ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, 2015 წელს 16-დან 18 წლამდე ასაკის პირთა 600-ზე მეტი ქორწინებაა რეგისტრირებული. ამავე წელს 1440-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა მშობელი, 408 არასრულწლოვანმა კი ოჯახის შექმნის გამო სკოლა მიატოვა. "გენდერული ამბების" სტუმარი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი გულნურ ქაზიმოვა ჰყვება,თუ როგორ უვლის ადგილობრივი მოსახლეობა კანონს გვერდს. მისი თქმით, ზოგჯერ არასრულწლოვან გოგონას აბორტის გაკეთებასაც კი აიძულებენ, რათა ადრეული ქორწინების ფაქტი არ გამოვლინდეს. იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ასე, როგორ უნდა დაიცვან აზერბაიჯანული თემის გოგონებმა და ქალებმა საკუთარი უფლებები, ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე ნინო ელბაქიძე და ალტერნატიული განათლების ცენტრ „რენესანსის" ბლოგერი აიდა ტაგიევა საუბრობენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG