Accessibility links

logo-print

კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტის ზღვარზეა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის ზღვაზეა სირიის ქალაქ ალეპოზე იერიშების გამო, რასაც სირიის სამთავრობო ჯარები, რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით ახორციელებენ. კერის თქმით, ჰაერიდან იერიშის შედეგად ბოლო ათი დღის განმავლობაში „ომის კანონების აბსოლუტური დარღვევით, ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა ალეპოს იმ კვარტლებში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG