Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს დღეს ეწურება უფლებამოსილების ვადა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს დღეს, 30 სექტემბერს ეწურება ათწლიანი უფლებამოსილების ვადა. მათ შორის არიან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი და მოსამართლეები, ქეთევან ერემაძე, დავით სიჭინავა და კონსტანტინე ვარძელაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე, თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს მოსამართლე ზაზა თავაძე. ოთხ ვაკანტურ ადგილზე ერთი მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და ორი პრეზიდენტმა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით უკვე ისარგებლეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნეს თეიმურაზ ტუღუში, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. რაც შეეხება პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ახალი მოწვევის პარლამენტი შეარჩევს.

XS
SM
MD
LG