Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ კობალაძე


30 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, "ევროპის ფონდის" პროგრამის უფროსი მენეჯერი. მან ილაპარაკა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტმა ვერ მოახერხა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევა. პროექტზე მუშაობა 2013 წლის იანვრიდან დაიწყო, მისი ინიცირება 2015 წლის ივლისში მოხდა და ახლანდელი მოწვევის პარლამენტმა მხოლოდ პირველი მოსმენით მოახერხა მიღება. ვახტანგ კობალაძე აღნიშნავს, რომ პროცესი თავიდან ძალიან გახსნილი იყო. "მეორე მოსმენაზე შეწყდა ეს პროცესი მთავრობის აქტიური და ცალსახა წინააღმდეგობის გამო", - იხსენებს ვახტანგ კობალაძე. მთავრობის გაცხადებული პოზიცია იყო, რომ სათანადოდ შესასწავლი იყო კანონის ამოქმედების სავარაუდო ეფექტი ბიზნესზე. დღვანდელი მდგომარეობით, მომხმარებელს უფლების დასაცავად მხოლოდ სასამართლოს გზა აქვს. ეს მას ძალიან სუსტ პოზიციაში აყენებს. ვახტანგ კობალაძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკა "ევროპის ფონდის" მიერ შემუშავებულ მობილურ აპლიკაციაზე, სახელწოდებით - "სურსათის უვნებლობა", რომლითაც მომხმარებელს შეეძლება გაეცნოს თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG