Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW კახა შარტავასთან


გადაცემა ინტერVIEW-ს წინასაარჩევნო ციკლის მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანის სტუმარია „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა. რას ნიშნავს ეროვნული ფორუმის „ზომიერი კონსერვატიზმი“ საქართველოს კონტექსტში? რაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მმართველ კოალიციაში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, პარტიის წევრები ახლა ალაპარაკდნენ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ძალაუფლებისა თუ ქართული ოცნების შეუსრულებელი საქმეების შესახებ? რა პოზიცია ჰქონდა „ეროვნულ ფორუმს“ საყდრისის მაღაროს განადგურებასთან მიმართებით? გრძნობენ თუ არა პარტიის წევრები თავიანთი ქსენოფობიური განცხადებების გამო პასუხისმგებლობას სიძულვილისა და ძალადობრივი აქტების წახალისებაზე? რამდენად რეალისტურად მიიჩნევს პარტია პროგრამაში გამოთქმულ პერსპექტივას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის დაწყების „ინიციატორი და მასპინძელი“?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG