Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი რომის პაპს საქართველოს დეოკუპაციისა და მშვიდობის გზებზე ესაუბრა


გზა, რომელიც საქართველომ აირჩია - მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპთან, ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო არა კონფრონტაციის, არამედ ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობის გზებს ეძებს. თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული,- მიმართა მარგველაშვილმა რომის პაპს და აღნიშნა, რომ საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეძებს გზებს ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის. პაპმა პრეზიდენტის სასახლეში მოწოდება გამოთქვა საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების მიმართ პატივისცემისკენ.

XS
SM
MD
LG