Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ”რუსთავი 2”-ისა და შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” სარჩელი. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ორი ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და დაუყოვნებელი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ასევე სარჩელის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე, არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ტელეკომპანიის წილებზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ტელევიზიის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ადვოკატები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG