Accessibility links

logo-print

კერის და ლავროვის სატელეფონო საუბარმა ვერ შეცვალა მათი მიდგომა სირიისადმი


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის საინტერნეტო საიტზე იტყობინება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის დროს, ლავროვმა განაცხადა: სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა ალეპოს აღმოსავლეთით გამაგრებული ისლამისტი მებრძოლების მიერ. ეს ლავროვმა განაცხადა კერის მოწოდების საპასუხოდ, შეწყდეს ოპერაცია ალეპოში და აღდგეს ზავი. ლავროვმა საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის სირიის კონფლიქტის მოგვარების და ალეპოში ნორმალიზების დამატებითი შესაძლებლობის გამონახვის მიზნით დიალოგისთვის. ლავროვმა ამერიკელ კოლეგას მოუწოდა, შეასრულოს აშშ-მა ნაკისრი ვალდებულება და განასხვაოს სირიის ზომიერი ოპოზიციის ძალები ექსტრემისტებისგან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ ამ სატელეფონო საუბრის შედეგად აშშ-ის და რუსეთის მიდგომა სირიის საკითხისადმი არ შეცვლილა. 30 სექტემბერს ლავროვმა ინტერვიუ მისცა „ბი-ბი-სის“ და აშშ-ს ბრალად დასდო შეიარაღებული ექსტრემისტების მხარდაჭერა, რათა დაამხონ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი. 30 სექტემბერს რუსეთის პრესა იტყობინებოდა, რომ სირიაში გაიგზავნა დამატებითი თვითმფრინავები.

XS
SM
MD
LG