Accessibility links

logo-print

სირიაში კვლავ ბომბავენ ქალაქ ალეპოს


საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ სირიის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთს, რომელიც მეამბოხეებს უკავიათ. ქალაქის ძველ უბანზე იერიში მიაქვს სირიის არმიას და ჭურვებს უშენს მას. მეამბოხეთა და სამეთვალყურეო ჯგუფის ცნობით, იერიშის სამიზნეა მომარაგების მთავარი ზოლი მეამბოხეთა ხელში მყოფ არეალში. ბრძოლა მიმდინარეობს სულეიმან ალ-ჰალაბის რაიონში, ალეპოს ძველი ნაწილის ჩრდილოეთში. სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი, რომლიც ლონდონიდან ადევნებს თვალყურს ომს, იტყობინება მძიმე დაბომბვის თაობაზე, ხოლო სულეიმან ალ- ჰალაბის არეალში ბრძოლის შესახებ. მაშველების თანახმად, 30 სექტემბერს მეამბოხეთა ხელში მყოფ არეალში თავდასხმებს 30 ადამიანი ემსხვერპლა ცეცხლგამჩენი და ფოსფორის ბომბების გამოყენებას. სირიის არმიამ რუსეთის მხარდაჭერით ალეპოს აღმოსავლეთზე იერიში ათი დღის წინა დაიწყო. ამ რაიონში 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ალეპო სირიის უდიდესი ქალაქი და კომერციული ცენტრი იყო ომამდე, 2011 წლამდე. ახლა ის მთავრობის მომხრეთა და ოპოზიციურ ნაწილებად არის გაყოფილი.

XS
SM
MD
LG