Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი: რუსეთი „პარია სახელმწიფოდ“ გადაიქცევა


ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთს ემუქრება გახდეს „პარია სახელმწიფო“ იმის გამო, რომ სირიაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. რუსეთი ჯერ ჩამოაგდებს ბომბს, შემდეგ ელის, როდის მივლენ ჰუმანიტარულ მუშაკები დასახმარებლად და ხუთ წუთში კვლავ ბომბს აგდებს, უთხრა ჯონსონმა ბრიტანეთის გაზეთ „სანს“ 30 სექტემბერს. გვაქვს მტკიცებულება და მტკიცე საფუძველი, რომ ვთქვათ: რუსეთი ამას აკეთებს და ვცდილობთ ამის დასაბუთებას, რადგან ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საომარ დანაშაულთან, თქვა ბრიტანეთის საგარეო უწყების უფროსმა. ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობას, გააძლიერონ მოსკოვზე ზეწოლა და ყველაზე ძლიერი იარაღია სირცხვილი, თქვა ბორის ჯონსონმა და განმარტა: მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გამკაცრდა და ვფიქრობ, ხალხი ხედავს, რომ რუსეთს ემუქრება საფრთხე, გახდეს „პარია სახელმწიფო. საბოლოო ჯამში, თუ პუტინის სტრატეგია რუსეთისთვის არის დიდების და სახელის მომტანი, ის გაუფასურდება, როცა ხალხი მის ნამოქმედარს ამრეზით შეხედავს.

XS
SM
MD
LG