Accessibility links

logo-print

აშშ და ევროკავშირი ირანს მოუწოდებენ, ციხიდან გაათავისუფლოს აქტივისტი


აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ ირანს, გაათავისუფლოს საპატიმროდან ნარგეს მოჰამადი, ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელსაც 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაისში. მოჰამადი დააპატიმრეს მას მერე, რაც წამოიწყო სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო კამპანია. მას 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენის საწინააღმდეგო მოძრაობის დაფუძნების გამო. საპატიმროში არავინ უნდა იყოს მშვიდობანი სამოქალაქო აქტიურობის გამო, განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოჰამადის ჯანმრთელობა შერყეულია და მას აუკრძალეს თავისი ორი შვილის ნახვა. ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მოჰამადის პატიმრობა შემაშფოთებელი სიგნალია ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების მშვიდობიან მხარდაჭერას სჭირდება ხელშეწყობა და არა, დასჯა.

XS
SM
MD
LG