Accessibility links

logo-print

მოსკოვმა ვაშინგტონი გააფრთხილა სირიაში სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე


რუსეთმა გააფრთხილა ვაშინგტონი, არ მიიტანოს იერიში სირიის სამთავრობო ძალებზე, რადგან ასეთი ნაბიჯი იქნება საშინელი ტექტონიკური შედეგების მომტანი არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელს რეგინში. ეს უჩვეულოდ პირდაპირი გაფრთხილება მოჰყვა ვაშინგტონის მიერ მის ხელთ არსებული შესაძლებლობების განხილვას მაშინ, როცა რუსეთი და სირიის არმია აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს, რათა მხარი დაუჭირონ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ჯარს, რომელიც მეამბოხეებს ებრძვის ალეპოში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამაც გამოხატა გაფრთხილება და თქვა, რომ სირიის რეჟიმის შეცვლა შექმნის სიცარიელეს, რომელსაც შეავსებენ ყველანაირი ტერორისტები. აშშ-ს და რუსეთს შორს ურთიერთობა დაიძაბა, როცა მათ მიერ მიღწეულ ცეცხლს შეწყვეტის შეთანხმება ირღვეოდა და ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა პირობების დარღვევაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადანაშაულა აშშ, რომ არ ასხვავებს ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ ჯგუფებს ტერორისტული ჯგუფისგან, როგორიცაა ალ-ნუსრის ფრონტი. მეამბოხეთა და სამეთვალყურეო ჯგუფის მიერ გავრცელებული, პირველი ოქტომბრის ცნობით, რუსეთის და სირიის არმის იერიშის სამიზნეა მომარაგების მთავარი ზოლი მეამბოხეთა ხელში მყოფ არეალში. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის სიტყვები, როცა ის სირიის ოპოზიციის წარმომადგენელებს ესაუბრა ნიუ იორკში. კერის თანახმად, მან ვერ მოახერხა დაერწმუნებინა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განემტკიცებინათ დიპლომატიური ძალისხმევა სამხედრო ძალის გამოყენებით. კერი უშვებს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მონაწილეობას არჩევნებში მხოლოდ ერთი პირობით, რომ ის დასავლეთის მეთვალყურეების დასწრებით გაიმართება.

XS
SM
MD
LG