Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირისგან განმარტებას მოითხოვს


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა თავისი გამოსვლა ქვეყნის კანონმდებლების წინაშე გამოიყენა იმისთვის, რომ ევროპის კავშირზე ზეწოლა განეხორციელებინა და მოეთხოვა განმარტება ბრიუსელის პოზიციისა, თურქეთის შესაძლო წევრობის თაობაზე ბლოკში, ასევე თურქეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ, რის სანაცვლოდაც ანკარა ლტოლვილთა ტალღის შეჩერებას აპირებდა. თუ ევროკავშირ აპირებს თურქეთის წევრად მიღებას, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ თამაში დასრულებულია, განაცხადა ერდოანმა.სავიზო რეჟიმის გარშემო ყოყმანი იმის ნიშანია, რომ ევროკავშირს არ სურს შეასრულოს თურქეთისთვის დადებული პირობა, თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG