Accessibility links

logo-print

ავღანეთში „მეგობრულ ცეცხლს“ ხუთი სამხედრო და პოლიციელი ემსხვერპლა


ქაბულიდან იტყობინებიან, რომ სახმელეთო ჯარის არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია ის, რომ ავღანეთის სამხედრო შვეულმფრენმა ცეცხლი დაუშინა ავღანეთისვე არმიის მოსამსახურეებს და ხუთი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი მოკლა. ინციდენტი მოხდა ავღანეთის დასავლეთში, ფარას პროვინციაში, როცა სამთავრობო ჯარმა საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვა მეამბოხეებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG