Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი გაისად მარტში დაიწყებს ევროკავშირიდან გამოყოფას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა დაიწყებს ევროპის კავშირიდან გამოყოფის პროცესს გაისად, მარტის ბოლოსთვის. ლისაბონის შეთანხმების 50-ე თავის ამოქმედების თაობაზე მეიმ „ბი-ბი-სის“ განუცხადა ორ ოქტომბერს. შეთანხმება განსაზღვრავს რომელიმე ქვეყნის მიერ 28-წევრიანი ბლოკის დატოვების ორწლიან პროცესს. მეიმ თქვა, რომ ამ პროცესის დეტალებზე ის მოგვიანებით თავის პარტიის წლიურ ყრილობაზე ილაპარაკებს.

XS
SM
MD
LG