Accessibility links

logo-print

ბოსნიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა


ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორ ოქტომბერს მოეწყო ადგილობრივი არჩევნები. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, დაძაბულია ეთნიკური ვითარება. 3,2 მილიონი ბოსნიელი მონაწილეობდა კენჭისყრაში. მის ერთ-ერთ ავტონომიურ ნაწილში, რესპუბლიკა სრპსკაში, მოსახლეობას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ახლა მმართველ ულტრანაციონალისტურ პარტიასა და პროევროპულ კოალიციას შორის. "რეპუბლიკა სრპსკას" პრეზიდენტი, მილორად დოდიკი, რომელიც ბოსნიისაგან გამოყოფას და რუსეთთან ახლო ურთიერთობას ესწრაფვის, და მისი დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსი ერკინებოდა პრო-დასავლურ „ცვლილებების კოალიციას“. დოდიკმა ახლახან ჩაატარა სადავო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ აკრძალული რეფერენდუმი სერბთაეროვნული დღის შესახებ. არასერბთა უმეტესობამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა. ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ველიკა კლადუსაში მერობისთვის იყრიდა კენჭს, და ალბათ, გაიმარჯვებს, მსჯავრდებული, 77 წლის ფიკრეტ აბდიჩი, რომელსაც ხორვატიის სასამარლომ ათი წელი მიუსაჯა. ბოსნიელმა მუსლიმმა სასჯელი მოიხადა. სრებრენიცაში, სადაც მუსლიმ კაცთა ხოცვა-ჟლეტა მოხდა 1995 წელს, და რომელიც რესპუბლიკა სრპსკას ტერიტორიაზეა, ეთნიკური სერბი იყრიდა მერობისთვის კენჭს.

XS
SM
MD
LG