Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ხელმძღვანელებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განიხილეს დაგეგმილი აქციის უსაფრთხოების საკითხები


საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განიხილეს პარტიის მიერ თბილისში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის უსაფრთხოების საკითხები. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძარობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია მასშტაბურ აქციას გეგმავს, ამიტომ დეტალების შეთანხმება აუცილებელი იყო. „იმედი გვაქვს, რომ ყველა დეტალს გაითვალისწინებენ. ასეთი იყო მათი ნებაც, მაგრამ მთავარია ასეთივე განწყობა და სურვილი გაჩნდეს სუს-შიც, სადაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსია ხელმძღვანელი“ - განაცხადა მელიამ.

XS
SM
MD
LG