Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს უკრაინელი ჟურნალისტი


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა უკრაინის მოქალაქე, ჟურნალისტი რომან სუშჩენკო. მას მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკი სუშჩენკო აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის საქმიანობის შესახებ. დაკავებულის ადვოკატის, მარკ ფეიგინის ინფორმაციით, რომან სუშჩენკო საფრანგეთში უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს, უკრინფორმის სპეციალური კორესპონდეტია. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა და მის გასათავისუფლებლად მიმართა უკრაინის ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სააგენტო უკრინფორმის განცხადებით, სუშჩენკო შვებულებაში იმყოფებოდა და მოსკოვში პირადი მიზნებით ჩავიდა. საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს არ მისცეს ოჯახში, უკრაინის საკონსულოში, ან რედაქციაში დარეკვის უფლება. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალა მდივნის მოადგილეს, ლევან ბოძაშვილს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლევან ბოძაშვილი მოვალეობას შეასრულებს ახალი მდივნის დანიშვნამდე. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბერში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

XS
SM
MD
LG