Accessibility links

logo-print

თალიბანი ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქს უტევს


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით თალიბანის მებრძოლებმა დაიწყეს კოორდინირებული შეტევა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზზე და დაიკავეს ქალაქის სამხრეთის უბნები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით თავდასხმის შედეგად მოკლეს სულ მცირე ერთი პოლიციელი და დაჭრეს ოთხი. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება თავდასხმის შედეგების შესახებ - ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით მებრძოლებმა უკან დაიხიეს, თუმცა ბრძოლები გრძელდება ქალაქის მისადგომებთან. თალიბანის ცნბით კი თავდამსხმელებმა დაიკავეს ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. თალიბანმა ყუნდუზი შარშან დაიკავა რამდენიმე დღით. მაშინ ბრძოლებში 289 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

XS
SM
MD
LG