Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა შეაჩერა აშშ-რუსეთის შეთანხმება პლუტონიუმის განადგურების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაჩერა აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი პროგრამა, რომელიც მხარეებს ავალდებულებს გაანადგუროს ორი ქვეყნის პლუტონიუმის მარაგების ნაწილი. პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც საჯარო 3 ოქტომბერს გახდა, ნათქვამია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია შეჩერებულია „ვაშინგტონის არამეგობრული ქმედებების გამო რუსეთის მიმართ“. შეთანხმება, რომელსაც ხელი 2000 წელს, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად მოეწერა, ითვლებოდა ორმხრივი თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითად. პროგრამის დამატება, რომელიც ძალაში 2011 წელს შევიდა, ორივე მხარეს ავალდებულებდა 34 ტონა პლუტონიუმის განადგურებას. აშშ-ს და რუსეთს პლუტონიუმის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი აქვთ, რომელიც ატომური ბომბების დასამზადებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.

XS
SM
MD
LG