Accessibility links

logo-print

ესტონეთმა პრეზიდენტად პირველად აირჩია ქალი


ესტონეთის პარლამენტმა, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ქალი პრეზიდენტი აირჩია. 46 წლის კერსტი კალიულაიდი აუდიტორთა ევროპული სასამართლოს ყოფილი წევრია. მას მხარი 101-იდან 81-მა პარლამენტარმა დაუჭირა. მის არჩევამდე ესტონეთის პარლამენტმა, ბოლო 2 თვის განმავლობაში ხუთჯერ სცადა პრეზიდენტის კანდიდატურის დამტკიცება. კერსტი კალიულაიდმა პოსტზე შეცვალა ტომას ჰენდრიკ ილვესი. ესტონეთის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ქვეყანაში ძირითადად სიმბოლური ფუნქცია აკისრია.

XS
SM
MD
LG