Accessibility links

logo-print

აშშ-მა შეაჩერა რუსეთთან თანამშრომლობა სირიაში ძალადობის გამო


აშშ-ი, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ძალადობა სირიაში, მოსკოვს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში და წყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებებს. 3 ოქტომბრის განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ რუსეთი და მისი მოკავშირე სირიის ხელისუფლება დაადანაშაულა დასახლებულ რაიონებზე თავდასხმაში. მოლაპარაკებების შეწყვეტის ფარგლებში, აშშ-ი გამოიყვანს იმ პერსონალს, რომელიც სირიაში გაიგზავნა აშშ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის შესაძლო შექმნის მოლოდინში. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაჩერა აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი პროგრამა, რომელიც მხარეებს ავალდებულებს გაანადგუროს ორი ქვეყნის პლუტონიუმის მარაგების ნაწილი.

XS
SM
MD
LG