Accessibility links

logo-print

არჩევნების შედეგები ციფრულ ფორმატში "ჯამპსტარტ ჯორჯიასგან"


4 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქრისტინა ფარჯიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯამპსტარტ ჯორჯიას" კომუნიკაციის კოორდინატორი. "ჯამპსტარტ ჯორჯია" 9-10 ოქტომბერს აწყობს ღონისძიებას, რომლის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების გაციფრულება იმისათვის, რომ მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. არჩევნების შედეგების მონაცემების შეგროვებასა და ციფრული ვერსიის გაკეთებას ორგანიზაცია მოხალისეებთან ერთად აპირებს. რითი იქნება განსხვავებული ცესკოს მონაცემებისგან "ჯამპსტარტ ჯორჯიას" მიერ დათვლილი შედეგები, რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას არჩევნების შედეგების მონიტორინგსა და ანალიზში და რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი საკონტროლო ინსტრუმენტების შექმნა არჩევნების გამჭვირვალობისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG