Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ”სადგურის მოედანთან” დასაშვებზე მეტი მტვერია, რამდენიმე მეტროსადგურთან კი დასაშვებზე მეტი ხმაურია


მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” მაქსიმალურ ზღვარს აღემატება - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებში. კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. ლაბორატორიამ თბილისსა და რუსთავში, 22 ადგილას გამოიკვლია მტვრის, ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებში. ყველაზე ხმაურიანი ადგილი თბილისში მეტროსადგურ ”300 არაგველთანაა”. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში მაღაზია ,,სმარტთან“.

XS
SM
MD
LG