Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში


ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზში მეორე დღეა მიმდინარეობს ბრძოლები ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის. თალიბანმა შეტევა 3 ოქტომბრის დილით წამოიწყო. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 4 ოქტომბერს გრძელდებოდა ბრძოლები ქალაქის შემოგარენში, თუმცა ყუნდუზის ცენტრი თალიბანის მებრძოლებისგან გაწმენდილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სედიქ სედიქიმ განაცხადა რომ მებრძოლები საცხოვრებელ სახლებში იმალებიან და ამიტომ ქალაქის გაწმენდა რთულდება. ყუნდუზის პოლიციის უფროსის განცხადებით ბრძოლებში დაიღუპა თალიბანის ასობით მებრძოლი და სამთავრობო უშიშროების ძალების 3 ჯარისკაცი. თალიბანმა ყუნდუზი გასულ წელს, მცირე ხნით დაიკავა. მაშინ ბრძოლებში სამასამდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

XS
SM
MD
LG