Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩატარდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები


რესპუბლიკელი და დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები 4 ოქტომბერს საარჩევნო კამპანიის ერთადერთ დებატებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ინდიანის რესპუბლიკელი გუბერნატორი მაიკ პენსი და ვირჯინიის დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი ერთმანეთს ვირჯინიის ლონგვუდის უნივერსიტეტში შეხვდებიან. დებატების ფონია ბოლო დროს გავცრელებული ცნობები, რომ რესპუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შესაძლოა არ გადაუხდია საშემოსავლო გადასახადი ბოლო 18 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა. გაზეთი ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენმა 1995 წელს მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, რამაც მას საშუალება მისცა თავი აერიდებინა გადასახადებისთვის.

XS
SM
MD
LG