Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო გმობს ყაზახეთში ჟურნალისტების გასამართლებას


ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა შეშფოთება გამოთქვა „მკაცრი სასჯელის“ გამო, რომელიც მიესაჯათ ყაზახეთის ორ ცნობილ ჟურნალისტს. 4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას“ ქვეყანაში. ყაზახეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე სეითქაზი მატაევი და მისი შვილი ასეტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო გადასახადებისგან თავის არიდებაში და მათ ექვსი და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორივე ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG