Accessibility links

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამმა ბრიტანელმა მეცნიერმა მოიპოვა


სამმა ბრიტანელმა მეცნიერმა მოიპოვა 2016 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა 2016 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გაენაწილებინა დევიდ თაულესს, დანკან ჰალდეინსა და მაიკლ კოსტერლიცს შორის თეორიული აღმოჩენებისათვის ტოპოლოგიური ფაზების გადასვლისა და მატერიის ტოპოლოგიური ფაზების სფეროში. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მდივანმა, გორან ჰანსონმა განაცხადა, რომ მეცნიერების კვლევებმა „გახსნეს კარიბჭე უცნობ სამყაროში, სადაც მატერიამ შეიძლება უცნაური ფორმები მიიღოს. პრემია ფიზიკაში მეორეა 6 პრემიას შორის, რომლის მფლობელებსაც შვედეთის მეცნიერებათ აკადემია ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG