Accessibility links

კერი: „რუსეთმა იცის, რა უნდა გაკეთდეს სირიაში ზავის მისაღწევად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რა უნდა გაკეთდეს სირიაში სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად, მაგრამ წინაღმდეგია, გადადგას სათანადო ნაბიჯები. ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთმა და აშშ-მა შეაჩერეს მოლაპარაკება სირიაში ხანგძლივი ზავის მიღწევის თაობაზე, კერიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ რუსეთმა და სირიამ მიწაზე უნდა დატოვოს ის თვითმფრინავები, რომლებიც სირიის მეამბოხეებს ბომბავენ, რაც შეუძლებელს ხდის ხანგძლივი ზავის დადებას. კერის თქმით, რუსეთი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ როგორ სამწუხაროდ იყენებს სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ომის იარაღს, ქლორინის აირს და კასრულ ბომბებს თავისი ხალხის წინააღმდეგ. სირიის რეჟიმმა და რუსეთმა, უარყვეს დიპლომატია, რათა სამხედრო გამარჯვება მოიპოვაო, თქვა კერიმ და დასძინა, რომ ის, ვინც სერიოზულად ესწრაფვის მშვიდობას, სხვაგვარად იქცევა, ვიდრე რუსეთი.

XS
SM
MD
LG