Accessibility links

logo-print

რუსეთმა სირიაში ეს-300-ის ტიპის კომპლექსები განათავსა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ განათავსა ეს-300-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემები თავის სამხედრო ბაზაზე ტარტუსში, სირიაში. ოთხი ოქტომბრის განცხადებაში წერია, რომ სარაკეტო ბატარეის განთავსების მიზანია ბაზის და ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო ფლოტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა და თავდაცვის სამინისტრომ გააკრიტიკეს რუსეთის ნაბიჯი, აღნიშნეს რა, რომ რუსეთი თავის სამხედრო მიზნად სირიაში ტერორისტიულ გაერთიანებებთან ბრძოლას ისახავს მიზნად, თუმცა არც ერთი ტერორისტული გაერთიანება არც ფლობს საჰაერო იარაღს. პენტაგონის წარმომადგენელმა, პიტერ კუკმა თქვა, რომ რუსეთისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ჩვენი მფრინავების და კოალიციის ყველა მფრინავის უსაფრთხოებასო. რუსეთმა 2015 წელს განათავსა ეს-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების და ახლო მოქმედების „პანცირის“ ტიპის სისტემები სირიაში.

XS
SM
MD
LG